ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ფოთის ყოფილ მერს და საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს, ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს ბრალი წარუდგინეს.
ადვოკატ ედიშერ ქარჩავას განცხადებით, იგი შეხვდა და ესაუბრა თავის დაცვის ქვეშ მყოფ ირაკლი კაკულიას, რომელიც თავს დამნაშავედ არ ცნობს და სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე ჭორაობას ჰგავს და საფუძველსაა მოკლებული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოთხი პირი, მათ შორის ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია პარასკევს დააკავა. დაკავებულთაგან სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.