ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ლარჩვალში, მახურაში, ისუნდერსა და ზუბში ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ
10-11-2019, 11:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღია შეხვედრების ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ლარჩვალში, მახურაში, ისუნდერსა და ზუბში სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და თითოეული მოსახლის საჭიროებას ადგილზე გაეცნენ.

 


სოფლებში მთავარ საჭიროებად სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია დასახელდა.

 


განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე, მოსალოდნელ პერსპექტივებზე ისაუბრეს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ღუდუმუძემ და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მიხეილ მეშველიანმა.

 


შეხვედრას ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მარიკა კოპალიანი,ზუბის თემის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ომანაძე და სოფლის მეურნეობის სააგენტოს ცაგერის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელი ბონდო ხეცურიანი ესწრებოდნენ.

 


მოსახლეობას ინფორმაცია პირადად მიაწოდეს სახელმწიფოს მიერ დაანონსებული სოციალურ პროგრამებზე,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის სარგებლზე, ტყის კოდექსის და საგრანტო პროექტებში მოსახლეობის ჩართულობაზე.

 

 

კომენტარები: 1
#1   ლექსო
      
მშვენიერი, მივესალმები, და ესეც ვიცი მახურა ისუნდერს გზაც მალე ექნება, სხვა სოფლებიც გაკეტდა და ჩემი აღვიც მალე გაკეტდება ვიცი. მე კიდე რაც შემიძლია ვეზიდები და ვეზიდები ხალხს ლეჩხუმისკენ. FB: https://www.facebook.com/bamboochiora
10 ნოემბერი 2019 06:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი