ირანი ისრაელთან და ამერიკასთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის მზადყოფნას გამოხატავს
12-02-2014, 21:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანი აცხადებს, რომ ისრაელთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის მზად არის.

 


შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა ჰასან ფიროუზაბადმა "ისლამური რესპუბლიკის დაუძინებელი მტრები გააფრთხილა, რომ ირანი მზადაა "გადამწყვეტი ბრძოლისთვის", თუ მასზე თავდასხმას ექნება ადგილი".

 

 

"ჩვენ მზად ვართ, ამერიკასა და სიონისტურ რეჟიმთან (ისრაელთან) გადამწყვეტი ბრძოლისთვის", -აცხადებს გენერალი.



მან ასევე გააფრთხილა მეზობელი ქვეყნები, არ დაუშვან ირანზე რაიმე სახის თავდასხმის წამოწყება.

 

 

"ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტრული განწყობა რეგიონის სახელმწიფოების მიმართ, მაგრამ თუ ამერიკის სამხედრო ბაზები ჩვენზე მაინც განახორციელებენ თავდასხმას, შესაბამის ზომებს მივიღებთ", - განაცხადა ფიროუზაბადმა.

 

 

ვაშინგტონს უამრავი სამხედრო ბაზა აქვს რეგიონში, მათ შორის ბაჰრეინში, ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთსა და თურქეთში.

 

 

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გასულ თვეს განაცხადა, რომ თუ ირანთან მიმართებით დიპლომატია წარუმატებელი გამოდგა, შეერთებული შტატების სამხედრო ძალები მზად არიან, საჭიროებისამებრ იმოქმედონ.

 


დასავლეთის ქვეყნებს დიდი ხანია, ეჭვია აქვთ, რომ ირანი ბირთვულ პროგრამას ფარულად ახორციელებს, მაგრამ თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი მიზანი მშვიდობიან ხასიათს ატარებს.

 

 

ორშაბათს, ირანი აპირებს, ვენაში, 5+1 ფორმატში მოლაპარაკება გამართოს - ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, აშშ-თან, რუსეთთან, ჩინეთსა და გერმანიასთან. ისრაელი და აშშ არ გამორიცხავს, რომ დიპლომატიის წარუმატებლობის შემთხვევაში, ბირთვული იარაღის განვითარების თავიდან ასაცილებლად სამხედრო ძალებმა იმოქმედონ.

 

 

 

 

 

 

 

http://pia.ge/show_news.php?id=3952&lang=geo 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი