უკრაინის დედაქალაქში უმაღლეს რადასთან შეტაკებები შეწყდა
31-08-2015, 09:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის დედაქალაქში უმაღლეს რადასთან შეტაკებები შეწყდა. "უნიანის" ცნობით, ამის შესახებ კიევის პოლიციის პრესსამსახური იტყობინება.


"შეტაკებები შეწყდა. პოლიცია და ეროვნული გვარდია აგრძელებს საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებას სამთავრობო შენობასთან. დგინდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. ამ დროისთვის ჩვენ ვადასტურებთ მედიის ორი წარმომადგენლის დაშავების შესახებ ინფორმაციას", - წერია პოლიციის განცხადებაში.


პარალელურად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ დაკავებულია 30-მდე აქტივისტი. "გრძელდება დაკავებები. დაკავებულია ის ადამიანიც, რომელმაც ყუმბარა ისროლა", - აღნიშნავს ავაკოვი.


CNN- ის ცნობით კი, დღეს მომხდარი შეტაკებების დროს დაიღუპა ერთი და დაშავდა 100-მდე ადამიანი. მათი უმრავლესობა სამართალდამცველი და ეროვნული გვარდიის წევრია. აქტივისტებმა უმაღლესი რადას შტურმით აღება სცადეს, თუმცა, მათი შეჩერება პოლიციამ შეძლო. დაახლოებით 3 000 დემონსტრანტი რადას მიერ დეცენტრალიზაციის შესახებ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებს.


ცვლილება უკრაინის ყველა რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებასმოსილების გაზრდას გულისხმობს. მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისაც. ამასთან, პარლამენტის გადაწყვეტილებით, დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობას ცალკე კანონი დაარეგულირებს. აღნიშნული ინიციატივით, უმაღლეს რადაში პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო შევიდა. აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებას თებერვალში მიღწეული მინსკის შეთანხმება ითვალისწინებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი