საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით
10-11-2019, 14:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2019 წლის 7 ოქტომბრის N 594 ბრძანების საფუძველზე, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში კონკრეტული ნაბიჯები ჯერ კიდევ აუდიტის დასკვნის გამოქვეყნებამდე გადაიდგა.

 


„კერძოდ, თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა სპეციალური საინვენტარიზაციო კომისია, რომელსაც დაევალა თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფში ინვენტარიზაციის ჩატარება. ბრძანების შესაბამისად დაიწყო ინვენტარიზაციის პროცესი, რომელიც მოიცავს ყველა სახის აქტივების სავალდებულო ინვენტარიზაციას, მათ შორის იმ აქტივების აღრიცხვას, რომელიც წლების განმავლობაში არ იყო აღრიცხული და შეფასებული. აღსანიშნავია, რომ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის დასკვნა 2018 წლის 31 დეკემბრის პერიოდს ეხება, თუმცა აქტივების აღრიცხვისა და შეფასების პრობლემა ათწლეულებია არსებობს. სამინისტროს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის პრობლემა ჯერ კიდევ საბჭოთა ჯარებიდან მიღებული აქტივებით იწყება. აღსანიშნავია, რომ არ ხდებოდა სისტემური რეგისტრაციები, რომელიც ხორციელდებოდა მხოლოდ ერთეულ ობიექტებზე, იყო მიღება-ჩაბარების თუ აღრიცხვის კუთხით უზუსტობები, გაუმართავი პროცედურები და ასევე, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა. თავდაცვის უწყების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმით, დაიწყო ამ პრობლემის გადაჭრის პროცესი, რაც წლების განმავლობაში მოუგვარებელი და უყურადღებოდ დატოვებული იყო. გეგმის თანახმად ასევე დაწყებულია მუშაობა ქონების აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის შემუშავების მიზნითაც, რაც შემდგომში უზრუნველყობს ერთიანი სისტემის დამკვიდრებას და გამორიცხავს აღრიცხვიანობასთან დაკავშირებულ უზუსტობებს“, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი