ონის მუნიციპალიტეტის ფარახეთის თემის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა
11-11-2019, 08:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ღია შეხვედრების“ ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის ფარახეთის თემის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა, რომელსაც სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


ონის მერიის ცნობით, შეხვედრაზე სოფლებშ არსებულ პრობლემურ და პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს.

 


ონის მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის განცხადებით, სოფლებში ჯერ კიდევ გადაუჭრელი და მოუგვარებელი პრობლემების გათვალისწინება შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება მომდევნო წლების ბიუჯეტში.

 


რწმუნებულის მოადგილემ რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გიორგი გონაძემ ადგილობრივ მოსახლეობას სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პროექტებში ჩართულობისკენ მოუწოდა.

 


რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსმა, გიორგი მაქარაშვილმა მოსახლეობას რეგიონში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამები და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი აქტივობები გააცნო და მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი