წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოთხი სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. სოფელ ზედა მესხეთში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი "სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორმა აზერ მამედოვმა, "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების" კომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ შალამბერიძემ, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა საზეიმოდ გახსნეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ზედა მესხეთთან ერთად გაზიფიცირდა სამი სოფელი: ქვედა მესხეთი, ბროწეულა და მუხიანი. აშენებული ქსელის ჯამური სიგრძეა 65 227 გრძივი მეტრია, გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად ბუნებრივი გაზის მოხმარების შესაძლებლობა მიეცემა აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ 1291 კომლს, აქედან სოფელ ზედა მესხეთში - 371 ოჯახს.
ზედა მესხეთი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 26-ე სოფელია, რომლის მოსახლეობას ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.