ცაგერის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ ლეჩხუმის მოსახლეობას 1 წლის ანგარიში წარუდგინა
11-11-2019, 08:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოსახლეობასთან ღია ფორმატის შეხვედრების ფარგლებში, თითოეულ სოფელში შეხვედრების დასრულების შემდეგ, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემაჯამებელი შეხვედრა ქალაქ ცაგერში, კულტურის ცენტრის დარბაზში გამართეს, სადაც ცაგერის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ ბოლო 1 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა თავის ამომრჩეველს.

 


მუნიციპალიტეტის მერი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, რის შემდეგაც სიტყვა გადასცა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს, არჩილ ჯაფარიძეს.

 


„ძალიან დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ლეჩხუმისა და ლეჩხუმელების მიმართ. აქ ყველა სოფელს განსაკუთრებული ისტორია აქვს, ლეჩხუმის ღირსშესანიშნაობების ჩამოთვლისას მხოლოდ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავის და ლეგენდარული ხვამლის მთის ხსენებაც კი საკმარისი იქნებოდა... აქ ცხოვრობს საოცრად ჭკვიანი და მშრომელი ხალხი, რომელთა წინაშეც ანგარიშვალდებული ვართ როგორც სამხარეო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. უფლება არ გვაქვს იმედები გაგიცრუოთ თითოეულ თქვენგანს“, განაცხადა გუბერნატორმა.

 

 

 

 


ცაგერის მუნიცილაპიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ შემაჯამებელი ანგარიში /2018 წლის ოქტომბრიდან-დღემდე/ წარუდგინა თავის ამომრჩეველს, ლეჩხუმის მოსახლეობას, სამხარეო ხელისუფლების და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებს.

 


„სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ როგორც ცენტრალური, ასევე სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოებას გავუჩინოთ საფუძვლიანი განცდა, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რათა ვიაროთ ევროპის გზით, დავამკვიდროთ ევროპული ხარისხი, ორიენტირებული ვიყოთ ადამიანთა კეთილდღეობაზე და ხვალინდელი დღე გაცილებით უკეთესი გავხადოთ.

 


შეინიშნება კიდეც პოზიტიური ძვრები, დადებითი ტენდენციები თითქმის ყველა სფეროში. მთავრობა მობილიზებულია დაამარცხოს ჯერაც არსებული პრობლემები, რასაც უმუშევრობა, სიღარიბე ჰქვია. ამაზე მიუთითებს თუნდაც უამრავი სოციალური, ინფრასტრუქტურული, სხვადასხვა პროექტები, რომლებიც ქალაქად თუ სოფლად განხორციელდა ან ხორციელდება“, - ასე დაიწყო მერმა თავისი გამოსვლა.

 


ავთანდილ უგრეხელიძემ დეტალურად მიმოიხილა თავის დაქვემდებარებაში მყოფი თითოეული სამსახურის გაწეული მუშაობა, ეკონომიკის, საფინანსო, სიციალურ თუ კულტურულ სფეროში განხორციელებული პროექტები, ისაუბრა ადმინისტრაციულ სამსახურში წარმოებული დიდი რაოდენობით დოკუმენტების შესახებ, მაგრამ განსაკუთრებით ბევრი სასაუბრო ჰქონდა მას ინფრასტრუქტურის სფეროში განხორციელებულ არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელთა უმეტესობა წარმატებით სრულდება.

 


„კიდევ უფრო მეტი გეგმები გაგვაჩნია 2020 წლისათვის, სწორად რომ განვსაზღვროთ პრიორიტეტები, გამოვავლინოთ ნაკლოვანებები და თქვენი აზრის გათვალისწინებით შევადგინოთ მომავალი წლის ბიუჯეტი, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი შეხვედრებიც. არ მინდა ისე გამიგოთ, რომ თითქოსდა ვერ ვხედავდეთ და ვგრძნობდეთ იმ ნაკლოვანებებს რომელიც ჯერ კიდევ თავს იჩენს ჩვენს საქმიანობაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი ყველა წინადადება, შენიშვნა, მოსაზრება შესაძლებლობის ფარგლებში იქნება გათვალისწინებული“, განაცხადა ავთანდილ უგრეხელიძემ.

 


მოსახლეობის მიერ რთველთან დაკავშირებულ დასმულ კითხვებს პასუხი არჩილ ჯაფარიძემ გასცა. მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

 


ინფორმაციას ცაგერის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი