„ვიცოდი, რომ ღარიბაშვილი კორუფციას ვერ იტანდა და მიხარია, რომ თავი არ შეირცხვინა... თუ პროკურატურა 730 მილიონის მოპარვისთვის პასუხს იზორია-ჩაჩიბაია-სესიაშვილს არ მოსთხოვს, ეს იქნება უკანასკნელი წვეთი, რაც ამ ხელისუფლებას დააქცევს“ - დავით ნემსაძე
11-11-2019, 11:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ნემსაძე, რომელიც აცხადებს, რომ საფრანგეთში პოლიტიკურ დევნილს წარმოადგენს, „ფეისბუქზე“ წერს, რომ „730 მილიონი ლარი თავდაცვის ბიუჯეტიდან ოფიციალურად დაკარგულად გამოცხადდა და ეს აუდიტის სამსახურის ოფიციალურ დასკვნით ანგარიშშია“ ასახული.

 


მისი თქმით, „აუდიტის დასკვნაში დეტალურად არის აღწერილია მთელი რიგი ფინანსური უწესრიგობები, შეუსაბამომები და მაქინაციები რითაც ლევან იზორიამ ქვეყნის ბიუჯეტს 730 მილიონი ლარი მოპარა“.

 


„ვადასტურებ, ყველაფერი ვიცოდი და ყველაფერს ხმამაღლა ვამბობდი.

 


ფარულად ვხვდებოდი თავდაცვის მაღალჩინოსნებს, სარდლებს, გენერლებს. ვიღებდი მათგან დეტალურ ინფორმაციებს იზორია-ჩაჩიბაიას კორუფციული ღალატის, ნეპოტიზმის და პროტექციის შესახებ.

 


მათ ყალბ ფასადურ ავტორიტეტებს ვაყენებდი პოლიტიკურ დარტყმებს.

 


პერმანენტული მხილებით და „პარტიზანული“ ჯგუფებით ვაწყობდი საინფორმაციო მიტინგებს.

 


ასე ვაგრძელებდი მანამდე, სანამ კორუმპირებულმა ჯგუფმა იზორიას, ჩაჩიბაიას და სესიაშვილის ხელმძღვანელობით ჩემზე პოლიტიკური ტერორი არ განახორციელეს.

 


ჩასაფრება, შეიარაღებული თვალთვალი და თავდასხმა ცივი იარაღის გამოყენებით.

 


საუბარია 730 მილიონი ლარის მითვისებაზე.

 


უაზროდ გამდიდრებულ სესიაშვილზე, რომელსაც სითავხედე ეყო და ქონების დამალვას არ მოერიდა ის უკვე უძრავ ქონებას სხვის სახელზე კი არ აფორმებდა სასახლის მშენებლობაც კი დაიწყო დემონსტრაციულად.

 


თავად ლევან იზორია, რომელიც იყო წარმომშობი კორუფციის, მინისტრობის პერიოდში ოფიციალური მაკლერი გახდა.

 


მინისტრი ბინებს აქირავებდა, არაფერს არ ვამბობ მის აშენებულ სასახლეზე, სადაც კარის ე.წ. პეტალი 250 $ მეტი ღირებულების არის.

 


ამ დროს არმიის ოფიცრები ქირით ცხოვრობდნენ და მთელ ხელფასს ბინის გადასახადში იხდიდნენ, ცრემლიანი თვალებით უყურებდნენ მათი მინისტრის მაკლერულ საქმიანობას.

 


კრიტიკას ვერ უძლებს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ქვეყნის პირველი ფორმიანი თანაიპოთეკარი გახდა და სამაკლერო ბიზნესში გაუკუღმართებული მაქინაციით გადაეშვა. აქ საუბარი ზედმეტია მისთვის სააკაშვილის პერიოდში გადაცემულ პრესტიჟულ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც მან 2008 წლის ომის დროს გაიფორმა.

 


მოღალატეობრივად მოპარული და გაყოფილი ფული არ იკმარეს და სახელმწიფო ინსტიტუციებს: ცოლები, მეძავები და შვილები ე.წ. მომსახურე პერსონებად დაასვეს თავზე.

 


სესიაშვილმა მისი ჯარმოუხდელი 18 წლის ლაწირაკი შვილი „დუჩუნა“ უშიშროების ანალიტიკურ დეპარტამენტში დანიშნა.

 


იზორიამ მისი II ცოლი ლანა მანჯგალაძე საქართველოს გაზის და ნავთობის კომპანიის უსაფრთხოების სამსახურში უფროსად.

 


ჩაჩიბაიამ მისი არაქართველი ცოლის ნათესავებით გაავსო ჯარი, ხოლო მის გვარზე შენიღბული მეუღლე ბელა „ჩაჩიბაია“ ყავის და ჩაის სერვიზს ითხოვდნენ თავდაცვის უწყებაში დასაქმებისთვის.

 


მე მათ ბედნიერებას, რომელიც სახელმწიფოს უბედურების ხარჯზე ყვაოდა, უროთი ვანგრევდი...

 


მე მივიჩნიე გადამერჩინა არა მხოლოდ ჩემი სიცოცხლე და ოჯახი არამედ მართალი და თავისუფალი სიტყვა, რომელიც ამ ომში ყველაზე წმინდა და უანგარო იარაღია.

 


მე გავექეცი ხელისუფლებით გარყვნილ კრიმინალებს და არა ჩემს მოვალეობებს.

 


ვაცხადებ საჯაროდ: თუ პროკურატურა 730 მილიონის მოპარვისთვის უმთავრესად სამართლებრივ პასუხს იზორია-ჩაჩიბაია-სესიაშვილს არ მოსთხოვს, ეს იქნება უკანასკნელი წვეთი, რაც ამ ხელისუფლებას დააქცევს.

 


მოხარული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს აუდიტს მიეცა საშუალება ეს ობიექტური დასკვნა დაედო. ვიცოდი, რომ ღარიბაშვილი კორუფციას ვერ იტანდა, „კაბელების“ საქმე ამის ფაქტია და მიხარია, რომ თავი არ შეირცხვინა.

 


თუმცა, ბატონო ირაკლი, თქვენს გვერდითა ფლიგელში 730 მილიონის ერთ-ერთი ‘პრიხვატიზატორი’ გიზით.

 


მე მესმის, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში თავდაცვის მინისტრი პროკურორი ვერ იქნება, მაგრამ ჩვენ, ვეტერანები, პოლიტიკური დევნილები და ღირსეული ქართველები აღარ ავიტანთ ამ ძალად გმირი ლატენტური პედერასტების ჰეგემონიას.

 


აუდიტის მიერ გამოვლენილია დანაშაული, ახლა კეთილი ინებოს პროკურატურამ და შეასრულოს მისი ფუნქცია.

 


ორშაბათს პირველი მსოფლიო ომის დასრულების დღესთან დაკავშირებით ფრანგული სახელმწიფო სამსახურები ისვენებენ.

 


ჩვენგან განსხვავევით მის დაღუპულ ჯარისკაცებს სამხედრო პატივის მიაგებენ.

 


სამშაბათს ოფიციალურად გავაკეთებ შეტყობინებას 730 მილიონის გაქრობის შესახებ.

 


დავადასტურებ ფაქტს რომელსაც ვამხელდი.

 


თქვენთვის ხომ მზე ევროპიდან ამოდის, საქართველოს მტრებო, მე თქვენს პოლიტიკურ მზეს ჩავასვენებ“, წერს დავით ნემსაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი