მივესალმები ინგა გრიგოლიას მსგავსი გადაცემა–შოუების დახურვას ქართულ სატელევიზიო სივრცეში"- აცხადებს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე და თავის მოსაზრებას ასე ხსნის:
"უწინარესად უნდა აღინიშნოს, რომ ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის დაბალი დონე, დიდად არის განპირობებული ქართული პოლიტიკური სატელევიზიო ჟურნალისტიკის უფრო დაბალი დონით, რადგანაც ამ ე.წ. პოლიტშოუებში ისეთ პერსონებს იხილავთ, რომლებსაც ელემენტარული წარმოდგენა არა აქვთ პოლიტიკის რაობაზე! მეტიც, სწორედ ამდაგვარი "შოუების" წამყვანების მეშვეობით ხდება "ძველი და ახლადგამომცხვარი პოლიტიკოსების" გაფიარება, სადაც პოლიტიკაში უმეცარი ტელეწამყვანების სუბიექტური ფაქტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს! ამიტომაცაა, რომ საქართველოში მოსახლეობის პოლიტიკური აზროვნების თვალსაზრისით მდგომარეობა შემაშფოთებელია და გასული საუკუნის 90 იან წლებს გვაგონებს, რაშიც სწორედ იაფფასიან "პოლიტშოუებს" და მათ უფრო იაფფასიან ტელეავტორებს მიუძღვით ლომის წილი! არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია, რომ ე.წ. "შოუების" ნაცვლად, ქართულმა ტელეკომპანიებმა მაღალპროფესიონალურ დონეზე შექმნილი პოლიტიკურ–ანალიტიკური გადაცემები შესთავაზონ საქართველოს მოქალაქეებს, რომლების წამყვანებიც იქნებიან არა ანგაჟირებული პროფესიონალები, რომლებიც "ყვითელ პოლიტნიუსებს" კი არ დაუთმობენ ეთერს, არამედ ღრმა პოლიტიკური ანალიზის საფუძველზე საინტერესო და საზრიან პროდუქტს მიაწვდიან ტელემაყურებელს!.," - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.