ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის და საქართველო ემზადება პირველი მნიშვნელოვანი ვალდებულების შესასრულებლად, რაც ევროპის საბჭოს კომიტეტში თავმჯდომარეობას გულისხმობს, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოში მისი პირველი ვიზიტი ორ მნიშვნელოვან თარიღს ემთხვევა, პირველი ევროპის საბჭოს დაფუძნების 70-ე იუბილეს, მეორე კი ამ ორგანიზაციაში საქართველო ყოფნის 20 წლის იუბილეს.
„ამ ორგანიზაციის მიზანია, წევრი ქვეყნების ერთიანობის შენარჩუნება და მშვიდობის უზრუნველყოფა მაღალი სტანდარტების დანერგვით, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის სფეროსა და კანონის უზენაესობის კუთხით. საქართველო წელს ამ ორგანიზაციაში ყოფნის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის და საქართველო ემზადება პირველი მნიშვნელოვანი ვალდებულების შესასრულებლად, რაც ევროპის საბჭოს კომიტეტში თავმჯდომარეობას გულისხმობს. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია, მომზადება საქართველოს თავმჯდომარეობისთვის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და ეს ვადა 27 ნოემბრიდან დაიწყება. მინდა, მადლობა გადავუხადო მინისტრს შესანიშნავი მასპინძლობისთვის და იმ მოსამზადებელი, რომელიც საქართველომ განახორციელა“, – განაცხადა მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.