„ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან დასკვნითი შეხვედრები გაიმართა
11-11-2019, 12:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღია შეხვედრების ფარგლებში, 10 ნოემბერს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოს და ქ.ცაგერის მოსახლეობას შეხვდნენ და ამ ფორმატის ფარგლებში, დასკვნითი შეხვედრები გამართეს.

 


სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, მუნიციპალიტეტის მერთან, ავთადილ უგრეხელიძესთან ერთად, მოსახლეობას რეგიონში მიმდინარე მასშტაბური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათი განხორციელების მნიშვნელობა გააცნო, აგრეთვე მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა რთველთან დაკავშირებული პროცესების, დაგეგმილი პროექტების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

 

 

(ფოტოზე: მარცხნივ, ცაგერის მერი ავთანდილ უგრეხელიძე; მარჯვნივ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე სოფელ გვესოში მოსახლეობასთან შეხვედრაზე)

 

 

„დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტში ვასრულებთ ღია შეხვედრების ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრებს, მათ გავაცანით საქართველოს მთავრობის სტრატეგია მაღალმთიანი რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით, ისე როგორც არასდროს,რეგიონებს აქვს განსაკუთრებული მხარდაჭერა და ეს იგრძნობა ყველა მიმართულებით.

 


შეხვედრაზე გამოიკვეთა ჯანდაცვის და ბუნებრივი რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხები, სოფლის ექიმი და ექთანი შესაბამისად ვერ ემსახურება პაციენტებს, ჩვენ ამაზე გვექნება დროული რეაგირება.

 


ძალიან პოზიტიურ და მშვიდ გარემოში ჩაიარა ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებმა, ხალხის განწყობა არის დადებითი იმ სიახლეების მიმართ რასაც ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობა ახორციელებს“, -აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.

 


რწმუნებულმა ახლახან დაანონსებული წყალტუბოს განვითარების შესახებ აღნიშნა, რომ ცაგერის მცხოვრებთათვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია.

 

 

 


მან ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებაც ისუბრა მოსახლეობასთან.

 


„არ შეიძლება ასევე არ გამოვეხმაუროთ ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის ინიციატივას უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით. წარმოუდგენელი მასშტაბის ქველმოქმედება ხორციელდება - ქველმოქმედება, რომელიც ყველაზე დიდ სიკეთეს ახალგაზრდების, მომავალი თაობის განათლების დონის ამაღლებას ემსახურება. განათლებული საზოგადოება არის ყველაზე უსაფრთხო და გარანტი იმისა, რომ აუცილებლად იქნება დაცული ადამიანის უფლებები, აუცილებლად განვითარდება საზოგადოება და ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, რომ მივიღოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანი იგრძნობს თავს ლაღად, თავისუფლად, დაცულად. შრომა და სწავლა იქნება ღირებული და დაფასებული“, განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

 


საუბარი შეეხო სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ სოციალურ პროგრამებს, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის სარგებელს და საგრანტო პროექტებში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობასაც.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი