ონის მუნიციპალიტეტის მერმა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
11-11-2019, 14:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

11 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.

 


შეხვედრის დასაწყისში მერმა ხაზგასმით ისაუბრა მერიის თანამშრომელთა უდიდეს პასუხისმგებლობაზე,რომელიც მათ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე აქვთ დაკისრებული და კიდევ ერთხელ მოუწუდა დასმწრე საზოგადოებას სამსახურებრივი მოვალეობების პასუხისმგებლიანად შესრულებისკენ, ხოლო ეკონომიკის სამსახურის უფროსს თამთა ტეფნაძეს მადლობა გადაუხადა დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.

 


შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ, განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, ასევე ისაუბრეს ბოლო პერიოდში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე.

 

 

ეკა მაისურაძემ სამსახურის უფროსებს ინფორმაცია მიაწოდა 12 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. 13.00 საათზე გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს ანგარიშს 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

 


მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ ბიუჯეტის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დასრულების ეტაპზე მყოფ და მიმდინარე პროექტების შესრულების ხარისხისა უმკაცრეს კონტროლს.

 


შეხვედრის დასასრულს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მიმდინარე კვირას შესასრულებელი კონკრეტული დავალებები გასცა. აღნიშნულ საკითხებზე მონიტორინგი შესაბამის სამსახურებს დაევალათ.

 


შეხვედრას ესწრებოდნენ შ.პ.ს „მოედანი 2009“ ხელმძღვანელი კახა ჩიკვილაძე და შპს „კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი“ ალექსანდრე გამყრელიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი