საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონი და II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული უკვე ავღანეთშია.
ქართველ სამხედროებს ბაგრამის სამხედრო აეროდრომზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე და და 43-ე ბატალიონის ხელმძღვანელობა დახვდა.
I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონი ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის მეთაურობით ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 7 თვის განმავლობაში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეასრულებს. ქვედანაყოფი როტაციის წესით, IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.
II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული კი, მაიორ ბექა კელენჯერიძის მეთაურობით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის უსაფრთხოებისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.