ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, შოთა რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით, საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს.
სხდომას მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი ესწრებოდნენ.
გარდაბნის მერიის ცნობით, საბჭოს წევრებმა ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
შეხვედრას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, აუდიტორთა სასერტიფიკაციო პროგრამებისა და სასწავლო კურსების შესახებ ისაუბრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.