„რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე, სადაც წყალტუბოს განვითარების გეგმა საჯაროდ განიხილეს, ეკონომიკის მინისტრმა ექვს ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა
11-11-2019, 16:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე, სადაც წყალტუბოს განვითარების გეგმა საჯაროდ განიხილეს, ეკონომიკის მინისტრმა ექვს ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომლებსაც სახელმწიფო თავის თავზე აიღებს და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კურორტ წყალტუბოს კომპლექსურ განვითარებაში.

 

 

ნათია თურნავას განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი სიტყვა უნდა თქვას კერძო ბიზნესმა.

 

 

„ასეთი შეხვედრები გაგრძელდება კერძო სექტორთან, პოტენციურ ინვესტორებთან, ბანკებთან, რადგან ამის შემდეგ ვაპირებთ, ამ მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ინიციატივის ფონზე, შემცირებული რისკებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების ცნობილი გეგმით, საბაზრო პირობებით შეთავაზებას, პირველ რიგში, კერძო სექტორისთვის“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

მინისტრის თქმით, ეს იქნება კონკურენტული პროცესი, რომელშიც ყველა ჩაერთვება. „აქამდე, წლების განმავლობაში არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა კერძო სექტორის მასშტაბური ჩართვა და განკერძოება. ვფიქრობთ, ახლა, ამ საქველმოქმედო ინიციატივის ფონზე, ჩვენი გაცხადებული გეგმის ფონზე ეს ობიექტები კერძო სექტორისთვის გაცილებით უფრო მიმზიდველი იქნება. ვისურვებდით, რომ, პირველ რიგში, მოხდეს ამ ობიექტების კონკურენტული შეთავაზება კერძო ბიზნესისთვის“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი