მინდა ვისურვო, რომ ყველა ტელეკომპანიამ საკუთარი პოლიტიკა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს და არავის ჰკითხოს, როცა რაიმე თოქ-შოუს ხსნის ან ხურავს, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობის მიერ პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის გადაწყვეტილება.
"მინდა ვისურვო, რომ ყველა ტელეკომპანიამ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი პოლიტიკა, არ ჰკითხოს არავის, როცა რაიმე თოქ-შოუს ხსნის, არ ჰკითხოს არავის, როცა რაიმე თოქ-შოუს ხურავს, არ მიიღოს არანაირი რჩევები და რეკომენდაციები, რომელი ჟურნალისტი აიყვანოს სამსახურში, ან რომელ ჟურნალისტთან გაწყვიტოს კონტრაქტი. როდესაც საქმე პოლიტიკურ თოქ-შოუებს ეხება, მათი გახსნაც, მათი მოდიფიცირებაც, მათი დახურვაც მყისიერად გარკვეულ პოლიტიკურ ელფერს იძენს. ვისურვებ, რომ ყველა ამ საკითხში ყველამ სათანადო სიცხადე შეიტანოს. ვისაუბროთ ფაქტებით, არგუმენტებით და გავაგრძელოთ ცხოვრება. წინასაარჩევნო წლის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა ტელეარხმა არა თუ შეამციროს პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდოს, მაგრამ ვისი მეშვეობით გაკეთდება, რა ფორმატით, რა სტილის გადაცემებით, ამის თაობაზე თავად ტელეკომპანიები უნდა ჩამოყალიბდნენ", - მიაჩნია დავით უსუფაშვილს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.