წყალტუბოს განვითარების პროექტის საჯარო განხილვაზე საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წყალტუბოს განვითარებაზე განსაკუთრებული და პასუხისმგებლიანი მიდგომა აქვთ.
"დღევანდელ საჯარო განხილვაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ წყალტუბო დაგეგმილი იყო სწორედ როგორც სპა კურორტი, რომლის განვითარების პირველი გეგმა ჯერ კიდევ ასი წლის წინ დაიწერა, რომ გაკეთდება ყველაფერი ახალი გენგეგმის მოსამზადებლად და რეალობად იქცევა ამ გენგეგმის მიხედვით წყალტუბოს აღდგენა და განაშენიანება. მჯერა, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინებას და დააბანდოს მსხვილი ინვესტიციები მოშლილი საკურორტო ინფრასტრუქტურის აღსადგენად, ახალი მრავალწლიანი გენგეგმა რეალობად აქცევს წყალტუბოს ფეშენებლურ ბალნეოლოგიურ კურორტად ჩამოყალიბების პროცესს'' - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.