პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები წყნეთში მდებარე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლას ეწვივნენ
12-11-2019, 12:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. ამჯერად სამხედრო მოსამსახურეები წყნეთში მდებარე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლას ეწვივნენ. ჯარისკაცებმა მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და თავდაცვის ძალების მიზნებისა და ღირებულებების, მიმდინარე რეფორმების, თანამედროვე გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.


 
მათ სამხედრო პროფესიის არსის შესახებაც ისაუბრეს და მოზარდებს საქართველოს თავდაცვის ძალებში კარიერული განვითარების პერსპექტივები და საგანმანათლებლო შესაძლებლობები გააცნეს. მოსწავლეებს თემატური ვიდეორგოლების ხილვის საშუალებაც ჰქონდათ.


 
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისგან საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩვენი ქვეყნის კონტრიბუციასა და საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობაზეც მიიღეს ინფორმაცია.

 

 

პროექტს „ჩვენი ჯარი“ თავდაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.


 
ამჟამად პროექტის მეოთხე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს მასშტაბით 427 სკოლას მოიცავს და მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი