ყაზახური მხარე საქართველოში ტურისტული მიმართულებების განვითარებასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირების ინტერესს გამოხატავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბაურჟან მუხამეჯანოვის შეხვედრისას აღინიშნა.
პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს ყაზახურ კომპანიებს ინვესტიციების განხორციელებაში.
საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარების პოზიტიურ დინამიკას და დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ ყაზახეთი საქართველოში ვიზიტორების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყნებს შორისაა.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.