თინათინ ხიდაშელი: ამ ქვეყანას თავდაცვაში მაინც ჰქონდა მილიარდნახევრიანი ბიუჯეტი და სულ არის კითხვა - სად წავიდა?
01-09-2015, 00:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელისთვის აუხსნელია ის ფაქტი, თუ სად წავიდა თავდაცვის სამინისტროსთვის სამი წლის განმავლობაში განკუთვნილი მილიარდნახევრიანი ბიუჯეტიდან თანხები და რატომ არის დაუსრულებელი ყაზარმები, სასადილოები, სარბენი ბილიკები, სპორტული ნაგებობები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ამის შესახებ ხიდაშელი გაზეთ "რეზონანსთან" საუბრობს.  


"მე დავდე პირობა, რომ 2016 წლის ბოლოსთვის საქართველოში ჯარის არც ერთი სასადილო არ იქნება ხონის სასადილოზე ნაკლები. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოგვარება და ამაში "ქართუ" გვეხმარება. ყველაზე დიდი პრობლემაა ლოჯისტიკური საკითხები და ინფრასტრუქტურული, რაც ფულთან არის დაკავშირებული. ტრაგიკულია, როდესაც ამას ვამბობ, რადგან ამ ქვეყანას თავდაცვაში სამი წლის განმავლობაში მაინც ჰქონდა მილიარდნახევრიანი ბიუჯეტი და სულ არის კითხვა - სად წავიდა. არის რაღაცები, რაც საერთოდ ვერ იხსნება. ვერ დაასახელებთ ერთ საკითხს მაინც, რომელიც ჯარში დასრულებული იყოს - ყაზარმა, სასადილო, სარბენი ბილიკები, სპორტული ნაგებობები, ლაზარეთი, რა ვიცი, ერთი საკითხი მაინც", აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

 

 

ხიდაშელი სამხედრო განათლების სფეროში რეფორმებსაც აანონსებს. მას მიაჩნია, რომ თავდაცვის აკადემიაში სამაგისტრო პროგრამები უნდა დაიწყოს.


"პირველ რიგში ვფიქრობ, რომ სასადილოებს არჩევნებამდეც დავასრულებთ. ჩემი ძალიან დიდი სურვილია ჯანდაცვის ნაწილი მთლიანად დავასრულოთ და ამ თვალსაზრისით ძალიან ფუნდამენტური რეფორმის გატარებას ვაპირებთ, დაწყებული ჰოსპიტალით, გაგრძელებული ლაზარეთებით და დასრულებული იმ სადაზღვევო პაკეტებით, რომლითაც ჯარი საგებლობს. ასევე განათლებაში სერიოზული რეფორმა გვაქვს გასატარებელი. მე ვფიქრობ, რომ თავდაცვის აკადემიაში სამაგისტრო პროგრამები უნდა დავიწყოთ და აკადემია თვისობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ, რაც ასევე შესაძლებლობას გააჩენს, რომ არა მხოლოდ ქართული მომხმარებლისთვის იყოს, არამედ რეგიონალურ ფუნქციას შეიძენს და სამხედრო განათლების მიმწოდებელიც გავხდებით. ჩვენ უკვე მიღებული ამერიკული და ევროპული სამხედრო განათლების საფუძველზე ნამდვილად გვაქვს ამის რესურსი. ცხადია, სწორად განხორციელებული პოლიტიკის პირობებში. ჩემი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გაიმიჯნოს და ნატოს პრინციპზე აეწყოს სამოქალაქო და სამხედრო ურთიერთობები, სადაც თავდაცვის მინისტრმა და გენშტაბის უფროსმა ვიცოდეთ, რომ ერთმანეთის პარტნიორები ვართ ყველაფერში, ერთმანეთს ვეხმარებით, მაგრამ ერთმანეთის საქმიანობაში არ ვერევით, რომ ჯარს ჰყავს ორი პატრონი, მაგრამ ერთი პასუხისმგებელი პირი", - აცხადებს თინათინ ხიდაშელი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი