პატარკაციშვილის საქმეზე პროკურატურამ კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები დააკავა
12-11-2019, 15:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, დავით ქოქაშვილი და ილია გამგებელი დააკავა, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავას კი ბრალი წაუყენა.  

 

 

კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და განზრახ უკანონო დაკავება. ამასთან, საგამოძიებო უწყება ბრალის წარდგენას გეგმავს კუდ-ის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი გიორგი დგებუაძის (მასტერა) მიმართ, თუმცა პროკურატურის განმარტებით, ვინაიდან მისი საქართველოში ექსტრადიცია ნიდერლანდებიდან განხორციელდა, უწყებას დევნის დასაწყებად ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობა სჭირდება.

 

 

„გეგმის რეალიზაციის მიზნით, დაბა ურეკში, გ.დ.-ს ნდობით აღჭურვილმა პირმა ბ.ბ.-მ მოახდინა თ.წ.-ს მობილური ტელეფონისა და ძვირფასეულობის ქურდობის ინსცენირება, რის გამოც იგი დააკავეს და მიიყვანეს ურეკის პოლიციის შენობაში, სადაც მან მიიყენა თვითდაზიანება, დაიწვა სხეულზე სიგარეტი და ამ ფაქტის ჩადენაში ამხილა ურეკის პოლიციის უფროსი ჯემალ შამათავა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

ამასთან, 2006 წელს შამათავა სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებაში თ. წ.-მ ამხილა. ფაქტზე შამათავას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გ.დ.-ს ორგანიზებით განხორციელებული ქმედებების და ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალი წაუყენეს. 

 

 

ზემოხსენებულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12-მდე წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

 

დგებუაძე კი ნიდერლანდებში დააკავეს, რის შემდეგ მისი საქართველოში ექსტრადირება მოხდა. მის მიმართ გატარდება საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცედურები დევნის დასაწყებად ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობის მისაღებად. გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით გრძელდება. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი