ცაგერის ისტორიულ მუზეუმში „ვარლამ მახარობლიძის სახელობის ცაგერის ისტორიული მუზეუმის მეგზურის“ წარდგენა გაიმართა
12-11-2019, 18:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცაგერის ისტორიულ მუზეუმში „ვარლამ მახარობლიძის სახელობის ცაგერის ისტორიული მუზეუმის მეგზურის“ წარდგენა გაიმართა.

 

 

წიგნის ავტორი, დავით კოპალიანი საზოგადოებას მუზეუმის მოკლე ისტორიას ამცნობს, მუზეუმის ექსპოზიციებსა და ფონდებში არსებულ უმნიშვნელოვანეს ექსპონატებს შემდეგი კოლექციებით ასახავს - გეოლოგია, პანტეოლოგია, არქეოლოგია, ნუმიზმატიკა, საეკლესიო ნივთები, ეთნოგრაფია, დ.ერმაკოვის ფოტოკოლექცია, ფერწერა, ბუნება.

 

 

წიგნი დაბეჭდილია ქართულ და ინგლისურ ენებზე სახელოვანი ლეჩხუმელის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის თამაზ ცვარიანის ფინანსური დახმარებით. დიზაინი და ფოტომასალა ნუგზარ კოპალიანს ეკუთვნის.

 

 

დამსწრე საზოგადოებისთვის წიგნის წარდგენას მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი გულივერ ბრეგვაძე უძღვებოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა, მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი