ირაკლი ღარიბაშვილი: „საბრძოლო მომზადების კუთხით ჩვენ ნატოსთან თავსებადები ვართ“
13-11-2019, 10:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართველი სამხედროების საბრძოლო მომზადების დონე ნატოს სტანდარტების შესაბამისია, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „SWOT” ანალიზი სტუმრობისას.

 

 

„ჩვენი სამხედროები იმდენად ღირსეულად, ვაჟკაცურად და გაბედულად იქცევიან, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები, ყველა გენერალი, ამერიკელი იქნება ის, გერმანელი თუ სხვა, ერთხმად აღიარებენ ჩვენი სამხედროების გასაოცარ თავდადებას, გამბედაობას და სიმამაცეს. ჩვენი როლი განსაკუთრებულია. შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ და ნატოს წევრი ქვეყნები, ერთხმად აღიარებენ ჩვენი სამხედროების უმნიშვნელოვანეს როლს ავღანეთის მისიაში“. ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმზე საუბრისას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მნიშვნელობაც განმარტა და მას წარმატების მაგალითი უწოდა. ნატოს სტანდარტებზე საუბრისას თავდაცვის მინისტრმა პროფესიონალ ოფიცერთა კორპუსზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც განათლება უცხოეთში აქვთ მიღებული. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის უწყებაში განათლებას დიდი ყურადღება ექცევა და ამ მიზნით საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სწავლება აშშ-ის სამხედრო აკადემიის - West Point-ის ანალოგიური იქნება. „ის რეფორმები, რომელიც თავდაცვის ძალების მეთაურის, ჩვენი გენერლების და უმაღლესი ოფიცრების ჩართულობით განხორციელდა, წარმატებულია. სწორედ, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები არის ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი