ხონის მეორე საჯარო სკოლაში ახლადრეაბილიტირებული სპორტ დარბაზი გაიხსნა
13-11-2019, 10:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მეორე საჯარო სკოლაში ახლადრეაბილიტირებული სპორტ დარბაზი საზეიმო ვითარებაში ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და სკოლის დირექტორმა ნუნუ ანდრიაძემ მოსწავლეებთან ერთად გახსნეს. ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მანანა გოფოძე და განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ქობალია ესწრებოდნენ.

 

 

ათეული წლების შემდეგ დარბაზს სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა. შეიღება კედლები, ჭერი, იატაკი, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, დამონტაჟდა სპორტული ინფრასტრუქტურა. 

 

 

"გილოცავთ ახალ ინფრასტრუქტურას, სათანადოდ კეთილმოწყობილ სპორტ დარბაზს და გარემოს, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს ისწავლოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩაერთოს სპორტულ აქტივობებში და ამ მიმართულებითაც მოიპოვოს წარმატებები. როგორც იტყვიან, აჰა, ბურთი და მოედანი, დანარჩენი თქვენზეა", - განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

 

 

ღონისძიების დასასრულს, სპორტ დარბაზში, სკოლის კურსდათავრებულთა მონაწილეობით, გაიმართა სიმბოლური მატჩი კალათბურთში, რომელშიც მუნიციპალიტეტის მერიც ჩაერთო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი