ირაკლი ღარიბაშვილი: „ნატოში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული მოთმინება და მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია“
13-11-2019, 10:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელოვნურად დაჩქარება ვერ მოხდება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ნატოს წევრ ქვეყნებში საერთო კონსესუსი არ არსებობს და საზოგადოებაში ყალბი მოლოდინების შექმნა დაუშვებელია, რადგან ცრუ მოლოდინები ნიჰილიზმსა და იმედგაცრუებას იწვევს, რაც პირველ რიგში ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებშია. სწორედ ამიტომ, თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული მოთმინება და მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია.

 

 

 

„ის რომ ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა და სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, ეს არ იცვლება. უფრო მეტიც, ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომ ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა. ერთი არის ჩვენი სურვილი, მეორე არის ამის განხორციელების გზები და შესაძლებლობა. დღეს ნატოს წევრ ქვეყნებში არ არსებობს საერთო კონსესუსი იმასთან დაკავშრებით, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. რა თქმა უნდა, რუსეთის ფაქტორი არის ამაში გადამწყვეტი. გაწევრიანებას და ნატოს გაფართოებას უფრო მეტად ეწინააღმდეგებიან ნატოს ძლიერი ხმის მქონე ქვეყნები. შესაბამისად, ჩვენ რაც არ უნდა დიდი სურვილი და კეთილი სურვილი გვქონდეს და რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს ნატოს წევრობა, ჩვენ ამ პროცესს ვერ დავაჩქარებთ. ხელოვნურად ვერ მოხდება ამის დაჩქარება. არ შეიცვლება ქვეყნების პოლიტიკა, მანამ სანამ ისინი თავად არ მივლენ ამ კონსესუსამდე. ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი პოლიტიკა, თავისი ეროვნული ინტერესი. შესაბამისად, ის მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. უნდა მოხდეს საბოლოო ჯამში, რაღაც დიდი შეთანხმება. ახალი წესრიგის დამყარება მსოფლიოში, რაც განაპირობებს ამ შესაძლებლობას და ამ სურვილის და ოცნების ახდენას,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველომ ნატოში გაწევრიანების გზაზე მაქსიმალურად ფრთხილი, მოზომილი, გონივრული და კარგად გააზრებული პოლიტიკა უნდა აწარმოოს. მისივე განმარტებით, ამ პროცესში, საზოგადოებაში ხელოვნური და არასწორი მოლოდინების შექმნა ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

 

 

 

„ხდებოდა ხელოვნურად არასწორი მოლოდინების შექმნა. საზოგადოების მომზადება, ხელოვნური მოლოდინებით კვება. შედეგად კი მივიღეთ იმედგაცურება, ნიჰილიზმი და უპერსპექტივობის განცდა. ეს ცალსახად არ შედის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში. შესაძლოა შედიოდეს ცალკეული ინდივიდების, თუ პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების ინტერესებში, მათი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და მეორე - რაც ჩვენთვის ყველაზე მეტად არის საგულისხმო, რომ ეს შედის რუსეთის ინტერესებში. რუსეთს სურს უფრო მეტი იმედგაცრუების ნახვა ჩვენ საზოგადოებაში, რომ ეს არის ყველაზე უტოპიური იდეა, რომ საქართველო შესაძლოა გახდეს ნატოს წევრი და ჩვენ თუ არასწორ მოლოდინებს გავუჩენთ საზოგადოებას და შემდეგ იმედს გავუცრუებთ, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო, საზიანო შედეგები დადგება. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სწორი მოლოდინები შევუქმნათ საზოგადოებას. ამაზე მიგვითითებს მთელი მსოფლიო, რომ არასწორი მოლოდინები არ შევქმნათ საზოგადოებაში. წარმოვიდგინოთ სცენარი, რომ ჩვენ ვქმნით ამ მოლოდინებს, დაპირებებს რომ ნატოს წევრი შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყანა, დაუახლოვდეს და ა.შ. საბოლოო ჯამში ვიცით, რომ ეს ასე მალე არ მოხდება. ერთის მხრივ, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას, იმედს ვუცრუებთ და მეორეს მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ნატოს წევრ ქვეყნებს ვაყენებთ ძალიან დიდ უხერხულობაში. ისინი ღიად გვეუბნებიან და ყოველთვის გვეუბნებოდნენ, გულისხმობდნენ სააკაშვილის რიტორიკას და მის გაუაზრებელ პოლიტიკას, რომ მსგავსი ქმედებებით საფრთხის ქვეშ აყენებდნენ სწორედ ნატოსა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების იმიჯს. რამდენიმე დღის წინ ბათუმში ჩვენ გვქონდა კონფერენცია, სადაც, ბუნებრივია, განვიხილეთ ნატო-საქართველოს ურთიერთობები. ერთ-ერთ პანელზე მე ვთქვი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისწრაფვით ნატოს წევრობისკენ, მაგრამ ჩვენ გვესაჭიროება მოთმინება და მზაობა. აი, ამ ფორმულით, ამ პოლიტიკით უნდა ვიმოძრაოთ. სხვა გზა და შანსი ამ მოკლე პერიოდში, უბრალოდ არ გვაქვს,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი