დარწმუნებული ვარ, ქვეყანა მიიღებს პროპორციულ არჩევნებს და ხელისუფლებას არ გამოუვა ის ტრიუკები, რითიც არის დაკავებული ,- განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის თქმით, სახელისუფლო წრეები პოლიტიკური არეულობის მოწყობას ცდილობენ, რაც, მისივე აზრით, არ გამოუვათ.
„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სახელისუფლო წრეები ცდილობენ პოლიტიკური არეულობის მოწყობას, რაც არ გამოუვათ. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა მიიღებს პროპორციულ არჩევნებს და ხელისუფლებას არ გამოუვა ის ტრიუკები, რითიც არის დაკავებული. სანამ პროპორციულ არაჩევნებზე საკონსტიტუციო ჩანაწერი არ გვექნება ხელთ, მანამდე დამშვიდება არის არასწორი. ვამბობდი, რომ დავკარგეთ დრო სამი თვე. პარლამენტმა საზაფხულო არდადეგები მოიწყო იმის ნაცვლად, რომ ეს საკითხი დაეძრა წინ. ახლა გვაქვს კრიზისული მდგომარეობა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება დანაპირებს უკან წაიღებს, ოპოზიციის ერთად დგომით, ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგმება.
„დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ერთად დგომით, ჩვენი საერთო პოზიციით, თუ ხელისუფლება უკან წაიღებს დანაპირებს, მაშინ ქარველ ხალხთან ერთად გვექნება მჭიდრო კოორდინაცია და ადეკვატური ნაბიჯები. მგონია, რომ ხელისუფლება ვერ გაბედავს თავისი სიტყვის უკან წაღებას. ერთადერთი საფრთხეა, რომ ხედავენ, „ოცნების“ რეიტინგი წინ კი არა, უკან მიდის. „ოცნებას“ და ივანიშვილს წარმოდგენა არ შეუძლიათ, რომ პროპორციული არჩევნების შედეგად შესაძლოა, კოალიციურ პარტნიორებთან მოუწიოთ მოლაპარაკება და ძალაუფლების განაწილება“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, ახლა კი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს. მაჟორიტარები პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.