კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ორწლიანი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა
13-11-2019, 13:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ორი წლის განმავლობაში, მათგან მხარდაჭერას გრძნობს. 

 

 

კახა კალაძის თქმით, ის თავისი უფლებამოსილების შესრულებას ზუსტად ორი წლის წინ, 13 ნოემბერს შეუდგა.

 

 

„დღეს 13 ნოემბერია. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვცა შესაძლებლობა, ვუხელმძღვანელოთ ქალაქს. ზუსტად 13 ნოემბერი იყო, როდესაც მერიაში ოფიციალურად შევედით და ჩვენს საქმიანობას შევუდექით. მე, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, ყველა თბილისელს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც პირადად მე, ჩემი თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობთ. რა თქმა უნდა, ეს დამატებით გვაძლევს სტიმულს, რომ ჩვენს ქალაქს ვემსახუროთ“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობა მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი ყველანაირად მოწესრიგებული იყოს. 

 

 

„ჩვენ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. არსებობს პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა. ყველა დღე, ყველა საათი, ყოველი წუთი ჩვენი მოქმედებების, მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი მოწესრიგებული იყოს, ქალაქში გამართული ინფრასტრუქტურა გვქონდეს, იყოს ძალიან ბევრი მწვანე სივრცე, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, გვქონდეს უსაფრთხო ქალაქი. შესაბამისად, ჩვენ ამ შემართებით და მოტივაციით, ვემსახურებით თბილისს და თბილისელებს და დარწმუნებული ვარ, ასე გაგრძელდება მომავალშიც. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ყველა თანამშრომელს, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში  ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი