თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა გიორგი ბაგრატიონმა დატოვა, რომელიც ამჟამად, დაცვის პოლიციას ხელმძღვანელობს.
„გვაქვს საკადრო ცვლილებები. მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა გიორგი ბაგრატიონმა დატოვა და მინდა, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე „თბილსერვის ჯგუფის“ აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან ჯღარკავას კანდიდატურა წარმოგიდგინოთ. ლევან ჯღარკავა ეფექტიანი მენეჯერი და თავისი საქმის პროფესიონალია. მან ეს ჩვენ გვაჩვენა, როდესაც ის „თბილსერვისს“ ხელმძღვანელობდა. ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთად და მინდა, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, მას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“, დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელად საკრებულოს დასამტკიცებლად, რომეო მიქაუტაძის კანდიდატურა წარედგინება.
„რომეო მიქაუტაძესთან ჩვენ წლების განმავლობაში, თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს. როდესაც ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, მაშინ ის „საქრუსენერგოს“ ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა და ქვეყნისთვის მართლაც ბევრი სასიკეთო პროექტი იქნა განხორციელებული, რაც ახალი ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურების, ჰიდრო და თბოელექტროსადგურების მშენებლობას, ასევე, ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას გულისხმობს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ზოგადად აწუხებს ჩვენს ქალაქს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.