საქართველოს ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას კრიზისების რეაგირების ინსტრუქტორთა მომზადების კურსი ჩაუტარდა.
საქართველოს ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა გადაამზადეს.
კრიზისების რეაგირების ინსტრუქტორთა მომზადების კურსი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საწვრთნელ ბაზაზე ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც სამოქალაქო უსაფრთხოების თეორიულ და სამაშველო ტაქტიკის პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა.
სწავლება საჩვენებელი ვარჯიშით დასრულდა და სამხედრო მოსამსახურეებს სერთიფიკატები გადაეცა.
ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ, ტერიტორიული რეზერვის პროგრამაში მონაწილე პირად შემადგენლობას კრიზისზე რეაგირების თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაუტარებენ.
უწყებებს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.