საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა. რამდენიმე წუთის წინათ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა იმ საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც ღარიბაშვილმა მიიღო.
მთავრობის მეთაურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ვიცე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს და იგი ამავე დროს დარჩება ვიცე პრემიერის თანამდებობაზეც. ღარიბაშვილმა ბერუჩაშვილს მადლობა გადაუხადა და მისი თანამდებობრივი ბედის გადაწყვეტა კვირიკაშვილს მიანდო.
კვირიკაშვილს კი თბილისის ვიცე მერი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაანაცვლებს. იგი დღეიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.