ხონის მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა
13-11-2019, 18:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ საზოგადოების წინაშე 2019 წლის 9 თვის ანგარიში წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელიც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა.

 

 

მერის თქმით, 2019 წელს ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტი იყო ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური და ჯანმრთელობის პროგრამების დაფინანსება, განათლების, კულტურის ,სპორტის განვითარება და სხვ. ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მოცულობამ ჯამში 13 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის, საკუთარი შემოსავლების მოცულობამ 11 მილიონ ლარს გადააჭარბა. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის, სოციალური და ჯანდაცვის სფეროს ღონისძიებების დაფინანსებისთვის 1 016 000 ათასი ლარი გამოიყო, რაც სოციალური და ჯანდაცვის დანიშნულების 26 ქვეპროგრამის დასაფინანსებლად მიიმართა . 2019 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტს 2 466 399 ლარი გამოეყო, რაც მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას მოხმარდა.

 

 

მერის ანგარიშში ასევე მოხვდა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული სტიქიის პრევენციის სამუშაოები (96 916 ლარი), სტიქიის ლიკვიდაციის პროგრამა (26 515 ლრი),სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა( 378 231ლარი), ამბულატორიების რეაბილიტაცია(152 868 ლრი), ამბულატორიების მშენებლობა( 157 710 ლრი), სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (362 871ლარი), გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტები( ქალაქის # 2 საბავშვო ბაღის რემონტი, სათემო განათლების სახლის მშენებლობა, კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დევნილთა დასახლებაში).

 

 

ამასთან, მერმა ყურადღება გაამახვილა UNDP-ის პროექტის „დეცენტრალიზაციის და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე და გამჭვირვალეობის, ანგარიშვალდებულებისა და თანამონაწილეობის პრინციპების დანერგვისა და განხორციელების აუცილებლობაზე. მისი თქმით, აღნიშნული სამი პრინციპი პრიორიტეტულად მნიშვნელოვანია , მისთვის , როგორც მმართველობის ფორმის გაუმჯობესების მიზნით , ასევე შედეგების თვალსაზრისითაც. რაც შეეხება განათლების სფეროს, მერის ანგარიშის თანახმად, ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში გადაიდგმება პრაქტიკული ნაბიჯები. სათემო და განათლების სახლისა და პროოფესიული სასწავლებლის ცენტრის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი სტარტია ზრდასრულთა განათლებისა და მოქალაქეების პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მიმართულებით. ანგარიშის მოსმენას ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ააიპ- ების თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი