საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღაზას სექტორსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
13-11-2019, 19:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო დღეებში ღაზას სექტორსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

 

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებით ადევნებს თვალყურს  უკანასკნელ დღეებში ღაზას სექტორში და სამხრეთ ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობას შორის  დაღუპულთა და დაზარალებულთა გამო.

 

 

საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ გადაიდგმება ყველა აუცილებელი ნაბიჯი ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად რეგიონში." - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი