"ალის და ნინოს” ქანდაკება ახალ კვარცხლბეკზე გადაიტანეს. 7-მეტრიანი სკულპტურის დაზიანებული მექანიზმის შეკეთება კი, სავარაუდოდ, რამდენიმე ხანში დასრულდება.
მოძრავი ქანდაკება ახალ კვარცხლბეკზე რამდენიმე მეტრის მოშორებით დაამონტაჟეს. ქანდაკების დემონტაჟი რამდენიმე დღის წინათ დაიწყეს, რა დროსაც “ნინოს” სკულპტურა ბაგირის გაწყვეტის შედეგად დაზიანდა. ძეგლისთვის ადგილის შეცვლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც, ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ზღვის წყალი მის ფუნდამენტს აზიანებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.