საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში (GDRP), თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა გეგმიური საბრძოლო სწავლება ჩაატარა. წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე გაიმართა.
„ბრავო“ ასეულმა შეტევითი ოპერაცია განახორციელა. ქვედანაყოფმა საცეცხლე მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად ბრძანების გაცემის, შეტევის, გარღვევის, ობიექტის წმენდის, პოზიციების გამაგრების და დაშავებულის ევაკუაციის დავალებები შეასრულა. 41-ე ბატალიონის სამხედროებს მხარდაჭერას 82მმ ნაღმმტყორცნელთა ოცეული და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სისტემა „ჯაველინი“ უწევდა. წვრთნებს მონიტორინგი ქართველმა და ამერიკელმა დამკვირვებელ-მაკონტროლებლებმა გაუწიეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასკვნით ფაზაში იმყოფება. პროგრამა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. მისი მიზანი ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებაა.
პროგრამა ასევე, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას უზრუნველყოფს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.