ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები ავღანელ კოლეგებს შეხვდნენ
14-11-2019, 10:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისა და ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები ავღანელ კოლეგებს შეხვდნენ. 

 


მე-12 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ ფარვანის პროვინციაში მიმდინარე ოპერაციებზე პასუხისმგებელი ავღანეთის ეროვნული არმიის ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ მუჯტაბა საიედის ბაგრამის საავიაციო ბაზაზე უმასპინძლა. შეხვედრა 43-ე ბატალიონის ორგანიზებით შედგა და ის მე-12 ბატალიონისთვის ოპერაციის რაიონის გადაბარების პროცესის შემადგენელი ნაწილია. 


შეხვედრაზე საუბარი განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს შეეხო. ყურადღება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა. ავღანური არმიის ბატალიონის მეთაურმა ქართველ სამხედრო მეთაურებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართულ-ავღანური სამხედრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფისთვის. 

 


შეხვედრის ბოლოს 43-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ ავღანელ სამხედრო მოსამსახურეებს ქართველი სამხედროების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა. 


„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული ბატალიონი პასუხისმგებელია ავღანური ბატალიონის წვრთნაზე, რეკომენდაციების მიცემასა და მხარდაჭერაზე. ერთობლივ სწავლებებთან ერთად ქართული მხარე აღნიშნული დანაყოფის ტაქტიკური ოპერაციების განხორციელების პროცესსაც კურირებს, ხშირად ტარდება ერთობლივი ოპერაციებიც. აღნიშნული ძალისხმევის საბოლოო მიზანი ავღანური ბატალიონის მიერ დაგეგმარების, მომზადებისა და აღსრულების პროცესის დამოუკიდებლად განხორციელებაა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი