წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი დამსახურებულ წყალტუბოელ სპორტსმენებს შეხვდა და მადლობის სიგელები გადასცა
14-11-2019, 11:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი დამსახურებულ წყალტუბოელ სპორტსმენებს შეხვდა და მადლობის სიგელები გადასცა.

 

 

"მიხარია, რომ დღეს შემიძლია თითოეულ თქვენგანს ვუთხრა მადლობა, სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, თქვენ ათეული წლების განმავლობაში ღირსეულად იცავდით ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქალაქის სახელს, იყავით სამაგალითო სპორტსმენები და გამორჩეული წყალტუბოელები, ბევრი თქვენგანი დღესაც აგრძელებს პედაგოგიურ მუშაობას და გამოცდილებას უზიარებს მომავალ თაობას, რის გამოც იმასახურებთ საზოგადოების პატივიცემასა და სიყვარულს", - განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

 

 

დამსახურებულ წყალტუბოელ სპორტსმენებთან შეხვედრა საზოგადოება ,,ძველი წყალტუბოელების’’ ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიება ამავე საზოგადოების თავმჯდომარე გელა ხუნწარიძეს მიჰყავდა. შეხვედრას ქუთაისელი ღვაწლმოსილი სპორტმენები ესწრებოდნენ.

 

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად დამსახურებულ სპორტმენებს სიტყვით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი