პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დანიშნა. მისი დანიშვნის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ვამბობთ - ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ უნდა დაგვეხმაროს შევქმნათ დამატებით ახალი სამუშაო ადგილები და ამით დავამარცხოთ სოციალური სიდუხჭირე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ბიზნესის მხარდაჭერა, იქ, სადაც ამის საშუალებას კანონი გვაძლევს, იქნება ბატონი მიხეილის ძირითადი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად გაართმევს თავს ამ ამოცანას. ამასთან ერთად, თოთოეული ბიზნესმენს, ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენელს, მსხვილი ბიზნესი იქნება ეს, საშუალო თუ წვრილი ბიზნესი, მინდა დავპირდე, რომ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიხეილ დაუშვილთან მიტანილი, რამდენიმე წუთის განმავლობაში მოხვდება პრემიერ-მინისტრის კაბინეტში. ამიტომ, ეფექტური თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ომბუდსმენის აპარატს შორის არის ძალზედ მნიშვნელოვანი და კოლეგებო, სამინისტროებში მინდა გთხოვოთ, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ ბიზნეს ომბუდსმენის აპარატთან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.