საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს დაავალა გადაწყვიტოს, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი.
"მადლობა მინდა გადავუხადო თამარ ბერუჩაშვილს, რომელიც არის თავის საქმის პროფესიონალი. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მან გასწია სამუშაოები, რომლისთვისაც მე, როგორც მთავრობის მეთაური, მადლობას ვუხდი. ეს იყო წარმატებული თანამშრომლობის პერიოდი. მე მინდა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა, ახალმა მინისტრმა გადაწყვიტოს თუ სად გააგრძელებს მუშაობას ქალბატონი თამარი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.