საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, გიორგი კვირიკაშვილი იქნება ძალიან წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი. ამის შესახებ პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის წარდგენისას განაცხადა.
"მე მინდა წარმოგიდგინოთ ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი მთავრობის ეფექტიანობას.
საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. ის კვლავაც იქნება ჩვენი მთავრობის ვიცე-პრემიერი. მთავრობა კონცენტრირებულია ისეთ ეკონომიკურ განვითარებაზე, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და სარგებელი მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. სწორედ ეს მიზანი განსაზღვრავს ჩვენს საგარეო პოლიტიკას და შიდა ეკონომიკურ დღის წესრიგს. ამიტომ, ამ ორი სფეროს კონსოლიდაცია ამ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მიმაჩნია, რომ ბატონი გიორიგ კვირიკაშვილი იქნება ძალიან წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება ისეთი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც კიდევ უფრო მჭიდრო კავშირში იქნება ჩვენს ეკონომიკურ პრიორიტეტებთან და ჩვენს ქვეყანას მეტ წარმატებს მოუტანს როგორც საგარეო მიმართულებით, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის გაძლიერებით.
ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, ბატონი გიორგი ამ ფუნქციას განსაკუთრებით ეფექტიანად შეასრულებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილს აქვს მიღებული ძალიან სერიოზული განათლება აშშ-ში, აქვს დაგროვილი სერიოზული ცოდნა და გამოცდილება, რაც ამ პოსტისთვის აუცილებელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.