საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები შენობის პიკეტირებას გეგმავენ. აღნიშნულის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მაქარაშვილის თქმით, აქციის მონაწილეები დეპუტატებს პარლამენტის შენობის დატოვების საშუალებას არ მისცემენ.
„სამივე შესასვლელის დაკავებას ვიწყებ. რაც შეიძლება სწრაფად ქუდზე კაცი უნდა მოვიდეს. ახლა აღარ არის დალოდების დრო. ვიწყებთ ამ წუთიდან სამივე შესასვლელი ჩაკეტვას, რადგან ეს მოღალატეები აღარ გამოვუშვათ შენობიდან. თუ შსს-მ იკადრა და ჩვენი ხელოვნურად გაწევა დაიწყო, ეს კიდევ უფრო აწევს ტემპერატურას. თქვენ დღეს ძალიან დიდი შეცდომა დაუშით, გამოუსწორებელი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა არ გაპატიებთ“, – აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.