ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს, ილია გამგებელსა და დავით ქოქიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.
გამოძიებით დაადგინა, რომ 2006 წლის ზაფხულში კუდ-მა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილზე მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო გამკაცრებული მეთვალყურეობის დაწესება გადაწყდა. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ურეკში პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმა დაგეგმეს, რაც სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს გულისხმობდა. ღონისძიება გამაფრთხილებელ აქციას წარმოადგენდა, მისი მიზანი პატარკაციშვილის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტა იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.