საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მოვლენილი გერმანელი ექსპერტი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ინიციატივის ხელმძღვანელი „გენერალ გიორგი კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვა.
ლელა ჩიქოვანმა კონრად ვუდტკეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
გერმანელი ექსპერტი კონრად ვუდტკე ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) მრჩევლად 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით მუშაობდა.
დღესვე SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პირველი რანგის საზღვაო კაპიტანმა შტეფან ანიჰოფერმა მინისტრის მოადგილეს არსებითი პაკეტის ფარგლებში კრიზისების მართვის ინიციატივის ლიდერის პოზიციაზე დანიის სამეფოს წარმომადგენელი წარუდგინა. პოლკოვნიკი პიტერ კაას-კლაუსინი საქართველოში საკუთარ მისიას ორი წლის განმავლობაში შეასრულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.