სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში ახლადრეაბილიტირებული სპორტ დარბაზი საზეიმო ვითარებაში ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სკოლის დირექტორ ნატო ძიძიგურთან ერთად გახსნა. ასევე, ღონისძიებას ესწრებოდნენ ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მანანა გოფოძე, განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ქობალია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. არსებულ დარბაზს სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა.
შეიღება კედლები, ჭერი, იატაკი, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, დამონტაჟდა სპორტული ინფრასტრუქტურა. ღონისძიების დასასრულს, სპორტ დარბაზში, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, გაიმართა სიმბოლური მატჩი ფეხბურთში. გამარჯვებულ გუნდს თასი მერის მოადგილე მანანა გოფოძემ გადასცა. დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფლის სკოლაში პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტი დაათვალიერეს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ჭრა-კერვის შემსწავლელ კურსებს გადიან. აღნიშნული სასწავლო კურსი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. პროექტი კოლეჯ „იბერიასთან „ თანამშრომლობით ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.