საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისია 43-ე ბატალიონისგან ოფიციალურად გადაიბარა
15-11-2019, 13:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისია 43-ე ბატალიონისგან ოფიციალურად გადაიბარა. დღეიდან I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი ავღანეთში მიმდინარე მისიის ფარგლებში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას 7 თვის განმავლობაში შეასრულებს. 

 


უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. საავიაციო ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ბრაიან ვოლფორდმა 43-ე ბატალიონის ჯარისკაცებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველმა სამხედროებმა სამშვიდობო მისია მაღალ დონეზე შეასრულეს და მათ მხარდამხარ სამსახური საამაყოა.


სამშვიდობო მისიის ოფიციალური გადაბარების ცერემონიალზე შესრულდა საქართველოს, აშშ-ის და ავღანეთის ეროვნული ჰიმნები. ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ, თავდაცვის ძალების სამხედრო წარმომადგენლობის სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა და 43-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები და ქართული სამეკავშირეო ჯგუფის ამერიკელი საზღვაო ქვეითები სამშვიდობო მისიის მედლებითა და სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით კი, 43-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დაჯილდოვდა. 



უფლებამოსილების გადაბარების ოფიციალურ ცერემონიალს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები და სამოქალაქო პირები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი