დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი გერმანული საარჩევნო სისტემაა
15-11-2019, 14:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი გერმანული საარჩევნო სისტემაა. მისივე თქმით, აღნიშნული სისტემა საკანონმდებლო ორგანოში 2016 წელს იყო ინიცირებული.

 

 

მისი თქმით, აღნიშნული მოდელის მისაღებად საარჩევნო კოდექსში უნდა განხორციელდეს ცვლილება, რომელსაც 76 ხმა სჭირდება.

 

 

„შექმნილი მძიმე კრიზისიდან პოლიტიკური და სამართლებრივი გამოსავალია გერმანული საარჩევნო სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში იყო პარლამენტში ინიცირებული. ამ სისტემის მიხედვით საკმარისია 76 ხმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესატანად და არ არის აუცილებელი 113 ხმის მოგროვება კონსტიტუციის შესაცვლელად. პროპორციულობის პრინციპი დაცულია და ვერც ერთი საარჩევნო სუბიექტი ვერ მიიღებს იმაზე მეტ მანდატს, რაც მას მიღებული ხმების პროპორციულად ეკუთვნის. ამ სისტემის პირობებში, თუ პარტიამ ჯამურად მიიღო ხმების 10 პროცენტი და 150 მანდატიდან პროპორციულად ერგება 15 მანდატი, ამ მანდატების მფლობელები ხდებიან, ვთქვათ, ექვსი გამარჯვებული მაჟორიტარი და პარტიული სიის კიდევ ცხრა კანდიდატი. ანუ, გამარჯვებული მაჟორიტარები უპირობოდ იღებენ მანდატებს და მათ პარტიული სიიდან ემატებათ იმდენი დეპუტატი, რამდენიც საჭიროა პარტიისთვის მიკუთვნებულ ჯამურ რაოდენობამდე მანდატების შესავსებად. თუ პარტიამ ვერ გადალახა 3 პროცენტიანი ბარიერი, მაგრამ მისმა კანდიდატმა მოიგო მაჟორიტარული ოლქი, პარტიას ეყოლება წარმომადგენელი პარლამენტში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

მისი თქმით, აღნიშნული სისტემით ერთდროულად ორი მოთხოვნა - პროპორციულობის და მაჟორიტარული ოლქების შენარჩუნების მოთხოვნაც კმაყოფილდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი