თამარ ჩუგოშვილი: „გამიჭირდებოდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმის ახსნა, რატომ ვერ შევასრულეთ დაპირება“
15-11-2019, 15:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გამიჭირდებოდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმის ახსნა, რატომ ვერ შევასრულეთ დაპირება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ყოფილმა ვიცესპიკერმა და უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა მედიასთან საუბრისას. მანვე აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე განცხადებები არ უკვირს და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შედეგად იმედგაცრუებულია.

 

 

„ამ თვეების განმავლობაში პირადად ჩემი პასუხისმგებლობა იყო, როგორც აშშ-ში, ასევე ბრიუსელში, სტრასბურგში, სხვადასხვა დედაქალაქში ჩვენი პარტნიორებისთვის ახსნა და გადაცემა, რომ ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ. მე თვითონ შევქმენი ეს ძალიან მაღალი მოლოდინები იმიტომ, რომ პარტიას ეს განცხადება გაკეთებული ჰქონდა. მე თვითონ ვესაუბრებოდი ამ ადამიანებს და ვუქმნიდი მოლოდინებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდებოდა და ბუნებრივია, ძალიან გამიჭირდებოდა იმის ახსნა, რატომ ვერ შევძელით ასე თამამად გაცემული პირობის შესრულება. ის, რომ მათი მხრიდან განცხადებები მწვავეა, არ მიკვირს, რადგან ჩვენ ამ დროის განმავლობაში ყველას ვარწმუნებდით და ვამბობდით, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლებოდა. გუშინდელი კენჭისყრის მიმართ იყო ძალიან დიდი მოლოდინი და შესაბამისად, შედეგებით იმედგაცრუება მხოლოდ მე და ჩემს კოლეგებს არ გვეხება, იმედგაცრუება არის მოდებული ბევრად უფრო ფართოდ", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი