წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ფარცხანაყანევის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღო
15-11-2019, 15:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სოფელ ფარცხანაყანევის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღო. შეხვედრაზე ისაუბრეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის თანამშრომლობისა და არსებული პრობლემების ერთობლივად გადაჭრის საკითხებზე.

 

 

მოსწავლეებმა მერს გააცნეს კოპიტნარის დასახლებაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვით პრიორიტეტულია შიდა გზების მოწესრიგების, ახალგაზრდებისთვის სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის პროექტების განხორციელება.

 

 

"სამოქალაქო სექტორთან აქტიური ურთიერთობა, ახალგაზრდებთან კომუნიკაცია, მათი წინადადების, იდეებისა და აზრების გაცნობა და გათვალისწინება, ზოგადად მოსახლეობის ჩართულობა მმართველობის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, რასაკვირველია , ვიცოდი სოფლის პრობლემების შესახებ, რომელთა მოგვარება მომავალი წლის განვალობაში ეტაპობრივად მოხდება", - განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

 

 

ფარცხანაყანევის მე-2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა მერთან შეხვედრა დადებითად შეაფასეს. -,, არ ვიცნობდი ჩვენი მუნიციპალიტეტის მერს, მიხარია, რომ მიგვიღო და გაიმართა გულწრფელი დილოგი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი მერი გვყავს’’- განაცხადა აღნიშნული სკოლის მოსწავლემ ანა ჯიქიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი