მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეკონომიკის სამინისტროს ყველა პრიორიტეტზე მუშაობა, ისე როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მრავალი სხვა რეფორმა თუ პროექტი, უწყვეტად გაგრძელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
ქუმსიშვილმა გამოცხადებული ნდობისთვის მთავრობის მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილსა და ვიცე პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახლა გრძნობს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას, რათა უწყების მიერ დაწყებული ყველა რეფორმა და პროექტი გაგრძელდეს და წარმატებით დასრულდეს.
"ყველასთვის ცნობილია, რომ ქვეყნის სტაბილური ეკონიმიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია აღებული ეკონომიკური კურსის უწყვეტობა. მე, ახლა ვგრძნობ კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას, რათა ყველა ის პროექტი და რეფორმა, რომელიც დაწყებულია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და ბატონი გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაგრძელდეს და წარმატებით დასრულდეს.
კერძო სექტორის წახალისება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის სფეროს განვითარება, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის და მომსახურების წარმოებაში საქართველოს პოტენციალის ამაღლება, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციიის გაძლიერება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმების გატარება, საპენსიო რეფორმა, ქვეყნის ინტერნეტიზაცია და სახელმწიფო ქონების ეფექტური მართვა - სწორედ ეს არის ის პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებაზე მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ვიცე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ყველა ეს პრიორიტეტი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მრავალი სხვა რეფორმა თუ პროექტი უწყვეტად გაგრძელდება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.