2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვის თაობაზე პარლამენტში 14 ნოემბერს ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ქუჩაში გამოსულმა ოპოზიციამ საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა და ასეთ პირობებში, სადაც „გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ირმა ინაშვილი და ნინო ბურჯანაძე ერთ ხაზში ხელიხელჩაჭიდებული დგანან“, „ოცნებამ“ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებზე არა 60, არამედ 90 პროცენტიც კი მიიღოს.
„ლუსტრაცია ხდება ამ პოლიტიკური ძალების. 60%-ზე რომ ვლაპარაკობდით, ამ ლუსტრაციის პირობებში 60% კი არა შეიძლება 90% ავიღოთ. წარმოიდგინეთ, სადაც „ნაც. მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ერთად დგას, სადაც ისინი ერთად დგანან, ამ სურათის პირობებში შეიძლება იმხელა პროცენტი ავიღოთ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება მაგიტომ მოგვიწიოს... დღეს ვნახეთ ჩვენ ძალიან ლამაზი სურათი, როდესაც ხელიხელჩაჭიდებული ე.წ. პოლიტიკური ლიდერები მოდიოდნენ ერთად. მადლობა მათ ამისთვის. ერთად მოდიოდნენ ვინ? გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ირმა ინაშვილი, ნინო ბურჯანაძე. შეიძლება ყველა ერთ ხაზში არ იდგა სურათში, მე აღარ მახსოვს როგორ იყო, მაგრამ ისინი ხომ ერთად დგანან. მადლობა მათ ამისთვის იმიტომ, რომ ეს არის ლუსტრაცია. ისინი ესაუბრონ ერთმანეთს, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს, ეს არის ჩვენი დღის წესრიგი და ასე ვიმუშავებთ“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.